«რომას» მცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

«მოგესალმებით! სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ტესტის პასუხი დადებითი იყო. ყველაფერი კარგად მაქვს, არანაირი სიმპტომი არ აღმენიშნება. ახლა იძულებული ვარ გარკვეული დრო გუნდისგან იზოლაციაში გავატარო. მოუთმენლად ველი, როდის მოვახერხებ მოედანზე დაბრუნბას», — წერს 30 წლის მცველი.
სერია A-ს გასულ სეზონში რომას მაისურით პერესმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.