«ლესტერს» ტალიაფიკოს შეძენა სურს

წყაროს ცნობით «მელიები» ორ შესაძლებლობას განიხილავენ, პირველი როგორც გითხარით აიაქსის ნიკლას ტალიაფიკო და მეორე ვარიანტი რობინ გოზენსია, რომელიც ამ მომენტში ატლანტას ღირსებას იცავს.
Sky Sports წერს, რომ ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში პრობლემა ღირებულება შეიძლება იყოს. წყაროს ინფორმაციით ორივე ვარიანტი დაახლოებით 44 მილიონი ევრო დაუჯდება ლესტერს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ინგლისურ კლუბს შეუძლია გადაიხადოს.
2019/20 წლების სეზონში 27-წლის ტალიაფიკო 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის ანგარიშზე 5 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.