იურგენ კლოპი: «მესის ლივერპულში ვერ იხილავთ»

«საინტერესოა თუ არა ჩემთვის მესი? რათქმაუნდა, ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა არგენტინელის თავის გუნდში ხილვას. სამწუხაროდ მესის ლივერპულში ვერ იხილავთ. ჩბენ გუნდს არ შეუძლია ასეთი უზარმაზარი თანხების გადახდა», — ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ 33-წლის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მთელი პროფესიული კარიერის განმავლობაში კატალონიის ბარსელონას ღირსებას იცავს, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლიონელ მესის ესპანური გრანდის დატოვება გადაწყვეტილება აქვს.
ლივერპული ინგლისის სუპერთასის შეხვედრისთვის ემზადება. მერსესაიდელები ლონდონის არსენალს 29 აგვისტოს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.