სენ-პიერი ხაბიბთან ბრძოლის გამართვას სკეპტიკურად უყურებს

— ბრძოლის ორგანიზებისთვის აუცილებელია სამივე მხარის სურვილი. ორივე მებრძოლი და პრომოუშენი დაინტერესებული უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ UFC-ს აღნიშნული ბრძოლის გამართვის დიდი სურვილი არ აქვს», — ციტირებს სენ-პიერის სიტყვებს ESPN.
— 39 წლის ვარ და არამგონია მსუბუქ წონაში დანაკარგის გარეშე გადასვლა შევძლო. ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში ჩხუბობს, თუმცა გაცილებით მძიმედ გამოიყურება. ხაბიბი ახალგაზრდაა და წონის ცვლილება მისთვის უფრო მარტივია».
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ბრძოლა ხაბიბმა 2019 წლის 7 სექტემბერს გამართა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა დასტინ პორიესთან. სპორტსმენის აქტივში 28 გამარჯვება და არცერთი მარცხია. კანადელმა კი ბოლო შეხვედრა 2017 წელს გამართა.