«ბოსტონის» კაპიტანი NHL-ის მატჩების გაუქმების მომხრეა

«ბოსტონის» კაპიტანი NHL-ის მატჩების გაუქმების მომხრეა NBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვისკონსინის შტატში მომხდარი ინციდენტის გამო «ბოსტონის» კაპიტანი ზდენო ხარა NHL-ის მატჩების გაუქმების მომხრეა.

დროებით უნდა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ მიმდინარე მოვლენებზე. არსებობს აშკარა პრობლემა, რის გამოც ყველა წამყვანმა ლიგამ დროებით პაუზა აიღო», — ჟდენო ხარას სიტყვებს ციტირებს NBC.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო ტალღა გრძელდება.

პროტესტი ვისკონსინის შტატში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. პოლიციელებმა 29 წლის ფერადკანიანს ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ეს უკანასკნელი შეუიარაღებელი საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა.

ჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ 29 წლის მამაკაცი ორ ქალბატონს აშველებს, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან.

ქალბატონების გაშველების შემდეგ ჯეიკობი საკუთარ ავტომობილში ჩაჯდომას ცდილობს და სწორედ ამ დროს პოლიცია ბლეიკს ცეცხლს უხსნის.

ჩანაწერზე ისმის შვიდი გასროლა. ფერადკანიანი მოქალაქე ცოცხალია და რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ მომენტისთვის ბლეიკის მდგომარეობა სტაბილურია.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულის ადვოკატის თქმით აღნიშნული ინციდენტის დროს ავტომობილში ჯეიკობ ბლეიკის შვილებიც იმყოფებოდნენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.