პსჟ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას აპირებს

პსჟ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას აპირებს ცნობილი სპორტული გამოცემა Corriere della Sera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პარი სენ-ჟერმენი მზადაა ლაციოს ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი შეიძინოს.

Corriere della Sera იტყობინება, რომ პარიზელები მზად არიან 25 წლის სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ რომის გუნდს შეთავაზებულზე გაცილებით მეტი თანხის მიღების სურვილი აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავად ფეხბურთელს ლაციოს რიგებში დარჩენა სურს.

25 წლის სერბს მოქმედი კონტრაქტი ლაციოსთან 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 65 მილიონ ევროს შეადგენს.

2019/20 წლების სეზონში სავიჩმა ლაციოს მაისურით 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სერბი ნახევარმცველის ანგარიშზე 8 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.