«რეალი» მზადაა სერხიო რეგილონი გაყიდოს

Marca იტყობინება, რომ 23 წლის ესპანელი მცველით «მანჩესტერ იუნაიტედი», «ტოტენჰემი», «ტურინის იუვენტუსი» და «ინტერი» ინტერესდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამეფო კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.
transfermarkt-ის ინფორმაციით სერხიო რეგილონის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
2019/20 წლების სეზონი 23 წლის მცველმა სევილიაში გაატარა. სერხიო რეგილონის ანგარიშზე 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.