დონალდ ტრამპმა NBA-ს პოლიტიკური ორგანიზაცია უწოდა

აღნიშნულ ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, რომელმაც პლე-ოფის მატჩების გადატანისთვის NBA-ს პოლიტიკური ორგანიზაცია უწოდა.
თეთრი სახლის მკვიდრის აზრით მრავალი კალათბურთელი დუმს ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე, სადაც NBA-ს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს და ამერიკაში პოლიციელის ქმედების გამო პროტესტები თვალთმაქცობა და არაკონსტრუქციულია.
«არამგონია ეს სპორტისა და ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს», — ტრამპის სიტყვებს ციტირებს გამოცემა AP.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე განაცხადა, რომ ჯეიკობ ბლეიკზე თავდასხმის ფაქტის გამო NBA-ს პროტესტი აბსურდული და სულელური საქციელია.
«NBA-ს მოთამაშეებს ძალიან გაუმართლათ, რომ საკმარისი დანაზოგი აქვთ, რათა დიდი ფინანსური ზარალის გარეშე დასვენება აიღონ», — განაცხადა თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა.