«არსენალმა» პიერ-ემერიკ ობამეიანგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

#Arsenal have reached an agreement with Pierre-Emerick #Aubameyang to extend his contract until 2023. All confirmed! #transfers #AFC
— Nicolò Schira (@NicoSchira) August 6, 2020
👇🏻 https://t.co/IFSegaCvf5
ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ობამეიანგი მეთოფეების ღირსებას 2018 წლიდან იცავს. 31 წლის შემტევი ინგლისელებმა დორტმუნდის ბორუსიასგან 65 მილიონ ევროდ იყიდა.
ობამეიანგს მოქმედი კონტრაქტი ლონდონელებთან 2021 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით პიერ-ემერიკის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 56 მილიონ ევროს შეადგენს.
2019/20 წლების სეზონში წარმოშობით გაბონელმა ფეხბურთელმა მეთოფეების მაისურით ჯამში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ობამეიანგის ანგარიშზე 29 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.