«ინტერმა» შესაძლოა კოლაროვი გაიფორმოს

წყაროს ინფორმაციით იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ 34 წლის სერბი 3-5-2 სისტემაში იდეალური მარცხენა მცველია. აღსანიშნავია, რომ 34 წლის ფეხბურთელს განაპირა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
transfermarkt-ის ინფორმაციით ალექსანდრ კოლაროვის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს. სერბ მცველს მოქმედი კონტრაქტი რომაელებთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.
2019/20 წლების სეზონში ალექსანდრ კოლაროვმა ჯამში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სერბის ანგარიშზე 7 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.