Marca: ლიონელ მესი ბართომეუსთან შეხვედრას აღარ აპირებს

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბართომეუ მზად იყო პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, თუ 33-წლის არგენტინელი კატალონიაში დარჩებოდა.
Marca იტყობინება, რომ მიუხედავად ბართომეუს განცხადებისა არგენტინელი ფორვარდი გადაწყვეტილებას არ ცვლის. ოქროს ბურთის ექვს გზის გამარჯვებული ხვდება, რომ მალე ვეღარ შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს, ხოლო ბარსელონას შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ძალიან მწირია.
კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო კატალონიელებს შემადგენლობის გასაძლიერებლად საკმარისი რესურსები არ აქვთ.
25 აგვისტოს დადასტურდა, რომ ლიონელ მესის ბარსელონას დატოვების გადაწყვეტილება საბოლოოა. არგენტინელი კლუბის მართვის სისტემითა და ნაჩვენები შედეგებით იმედგაცრუებულია. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები მიმდინარე სეზონში პირველად უკანასკნელი 12 წლის მანძილზე უტიტულოდ დარჩნენ.