NBA-ს სეზონი განახლდება

შეგახსენებთ, რომ პოლიციელებმა 29 წლის ფერადკანიანს ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ეს უკანასკნელი შეუიარაღებელი საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა.
«დღეს დანიშნული NBA-ს შეხვედრები არ ჩატარდება. ვიმედოვნებთ სეზონს პარასკევს ან შაბათს განვაახლებთ. ხვალ იგეგმევა ვიდეოკონფერენცია 13 გუნდის ფეხბურთელებთან და ასევე NBA პროფკავშირების წარმომადგენლებთან. ვიდეოკონფერენციას დაესწრება ამერიკის შრომითი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ ჯორდანიც და განვიხილავთ სამომავლო გეგმებს», — ნათქვამია NBA-ს განცხადებაში.
The NBA's players have decided to resume the playoffs, source tells ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) August 27, 2020
აღნიშნული ინფორმაცია ESPN-ის ჟურნალისტმა ედრიან ვოინაროვსკიმაც დაადასტურა. ჟურნალისტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ NBA-ს მოთამაშეებმა სეზონის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.