UEFA: დავიდ ალაბამ თომას მიულერი შეაქო

UEFA: დავიდ ალაბამ თომას მიულერი შეაქო მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი ლეგიონერი დავიდ ალაბა, თომას მიულერის შესახებ საუბრობს და ამ უკანასკნელის მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. დავიდ ალაბას ინტერვიუ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი.

"ამ გამარჯვების გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ პირველივე წუთებიდან მძლავრად ვმოქმედებდით და ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას ვიჩენდით. რაც შეეხება თომას მიულერს, ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენთვის იგი უაღრესად მნიშვნელოვანი არიას, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დღეს მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ამავე შემართებით განაგრძობს ასპარეზობას."-აღნიშნავს დავიდ ალაბა.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" კატალონიის "ბარსელონას" განადგურებით (8:2), უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გერმანიის "რეკორდმაისტერი" საფეხბურთო კლუბ "ლიონისა" და მანჩესტერ "სიტის" გამარჯვებულს შეერკინება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.