მესის წასვლის შემთხვევაში «ბარსელონა» მანეს შეიძენს

მესის წასვლის შემთხვევაში «ბარსელონა» მანეს შეიძენს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმ შემთხვევაში თუ ლიონელ მესი კატალონიის «ბარსელონას» დატოვებს, ესპანური გრანდი «ლივერპულის» თავდამსხმელს სადიო მანეს შეძენას აპირებს.

ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური გახდა მესის კატალონიიდან წასვლის საკითხი. «ბარსელონა» 33-წლის არგენტინელის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს ესპანური გრანდის მესვეურები ყველაზე ცუდი ვარიანტისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესისთვის რამდენიმე კლუბი იბრძვის, რომელთა შორის არიან: მანჩესტერ სიტი, ინტერი და პსჟ.

კუმანმა გუნდიდან წამსვლელთა სიაში ლუის სუარესიც შეიყვანა, შესაბამისად თუ კატალონიური კლუბიდან მესიც წავა ბარსელონა თავდამსხმელის პოზიციაზე მანეს შეძენას ეცდება.

2019/20 წლების სეზონში მანემ «ლივერპულის» მაისურით 45 შეხვედრა ჩაატარა, ფეხბურთელის ანგარიშზე 22 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა აქვს. სენეგალელს მერსესაიდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ის ცნობით 28 წლის ფორვარდის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 120 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.