«ლონდონის ჩელსიმ» მალანგ სარი გაიფორმა

«ლონდონის ჩელსიმ» მალანგ სარი გაიფორმა «ლონდონის ჩელსის» ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინგლისელებმა «ნიცას» აწ უკვე ყოფილი ფრანგი მცველი მალანგ სარი გაიფორმეს.

«ლონდონის ჩელსის» ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით 21 წლის ფრანგმა მცველმა არისტორკრატებთან 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 2020/21 წლების სეზონს მალანგი არენდის წესით იქნება განათხოვრებული.

«მალანგის გაფორმების შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდით. ის დიდებული პერსპექტივაა. არენდის პერიოდში მალანგ სარს ყურადღებით დავაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ მალე ლონდონში დაბრუნებდა. სიხარულით ვხვდებით მის ტრანსფერს», — ტრანსფერს გამოეხმაურა კლუბის დირექტორი მარინა გრანოვსკაია.

ფრანგ ფეხბურთელს «ნიცაში» დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. ოთხი სეზონის განმავლობაში მალანგ სარმა ფრანგულ კლუბში 102 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 21 წლის მცველი საფრანგეთის ნაკრების თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა, თუმცა საფრანგეთის პირველ ნაკრებში ჯერ-ჯერობით დებიუტი არ ჰქონია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ