ენტონი ჯოშუა: «ფიურის ექვს რაუნდში გავთიშავ»

WBC-ს ქამრის მფლობელი ჯოშუა და მისი მეტოქე ფიური შეთანხმდნენ, რომ ჯამში ორ ბრძოლას გამართავენ. ამრიგად, პირველში დამარცხებულს მეორე შეხვედრაში რევანშის საშუალება ექნება.
«ტაისონს ძალიან ვაფასებ, შესანიშნავი მეოჯახე და კარგი ადამიანია. მეორე მხრივ მინდა თავი გავუტეხო. პროგნოზი? ექვსი რაუნდი. ვფიქრობ და დარწმუნებით გეუბნებით, რომ მე მას გავთიშავ.
მე ხანმოკლე კარიერა მაქვს, ამიტომ ზეწოლას გავუძლებ. დარწმუნებული ვარ ჩემს ძალებში. ფიურისა და უაილდერის პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, შემდეგ ტაისონმა ტაქტიკა შეცვალა და დეონტეის ჭკუა ასწავლა.
ნებისმიერ შემთხვევაში მე უფრო სწრაფი ვარ, ვიდრე უაილდერი. მე უკეთესი ვარ», — ენტონი ჯოშუას სიტყვებს ციტირებს Daily Mail.