მინო რაიოლა: «იბრაჰიმოვიჩს ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია»

ბოლო დღეებში პრესაში აქტიურად იწერებოდა მილანსა და იბრაჰიმოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც 2021 წლამდე იყო გათვლილი.
Ibrahimovic has NOT renewed his contract with AC Milan. ⠀
— Mino Raiola (@MinoRaiola) August 26, 2020
Ibrahimovic NON ha rinnovato il suo contratto con AC Milan. #FakeNews pic.twitter.com/cSiYLxF7pT
«იბრაჰიმოვიჩს მილანთან ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია», — წერს ტვიტერზე მინო რაიოლა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ კლუბში იბრაკადაბრა 2020 წლის იანვარში ლოს-ანჯელეს გალაქსიდან გადავიდა. 2019/20 წლების სეზონში შვედმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.
წარსულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ღირსებას 2010-დან 2012 წლამდე იცავდა. 2011 წელს იტალიის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. შვედი ფორვარდი მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ გადმოვიდა.