ლიონელ მესისთვის «სიტი» და «პსჟ» იბრძოლებენ

The Guardian წერს, რომ ინგლისურ კლუბს ლიონელ მესის მცირე თანხის სანაცვლოდ შეძენის იმედი აქვს და მეტიც ფიქრობენ, რომ არგენტინელი შეიძლება უფასოდაც გაიფორმონ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სიტიში მესის ხილვა ხოსეპ გვარდიოლას სურს.
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდისთვის ფრანგული «პსჟ»-ც იბრძოლებს. The Guardian გვატყობინებს, რომ კიდევ ერთი კანდიდატი «მანჩესტერ იუნაიტედი» გახლდათ, თუმცა საბოლოოდ წითელმა ეშმაკებმა უარი განაცხადეს მესისთვის რბოლაში მონაწილეობაზე.
ფეხბურთელთან დაახლოებული პირები მიიჩნევენ, რომ ლიონელ მესი კატალონიის ბარსელონას სრულად უფასოდ დატოვებს. თავის მხრივ კულეები კი 33-წლის არგენტინელის სანაცვლოდ 700 მილიონი ევროს გამომუშავებას იმედოვნებენ.