«ინტერი» არტურო ვიდალით დაინტერესდა

«ინტერი» არტურო ვიდალით დაინტერესდა Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ინტერი» კატალონიის «ბარსელონას» ნახევარმცველით არტურო ვიდალით დაინტერესდა და მის გადმობირებას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ეცდება.

წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ «ინტერში» 33-წლის ჩილელის ხილვა პირადად ანტონიო კონტეს სურს. შეგახსენებთ, რომ კონტე არტურო ვიდალთან ერთად ჯერ კიდევ «იუვენტუსში» მუშაობდა. არტუროს აგენტთან, რომელიც ამავდროულად ალექსის სანჩესის აგენტიცაა, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

უკვე გარკვეულია, რომ კატალონიელების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არტურო ვიდალის, უმტიტის, რაკიტიჩისა და სუარესის გუნდიდან გაშვებას აპირებს.

33-წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 11 მილიონ ევროს შეადგენს.

2019/20 წლების სეზონში არტურო ვიდალმა ბარსას მაისურით ჯამში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჩილელის ანგარიშზე 3 შედეგიანი გადაცემა და 8 გოლია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.