მალკოლმ დილეინი: «რასაც ლებრონი იტყვის ლიგაც იმას გააკეთებს»

მალკოლმ დილეინი: «რასაც ლებრონი იტყვის ლიგაც იმას გააკეთებს» «მილანის» მცველმა მალკოლმ დილეინმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბოიკოტის საკითხში «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ფორვარდის, ლებრონ ჯეიმსის, მოსაზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება NBA-თვის.

«როგორც ლებრონი იტყვის ლიგაც ისე მოიქცევა. კლუბების ხმებს მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ლიგაში რამდენიმე ხმას აქვს. ასეთია რეალობა. საინტერესოა, რით დამთავრდება ეს ყველაფერი», — წერს დილეინი ტვიტერზე.



ბოიკოტის საკითხს ახლა უკვე «ტორონტო» და «ბოსტონიც» განიხილავს.

პროტესტი ვისკონსინის შტატში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. პოლიციელებმა 29 წლის ფერადკანიანს ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ეს უკანასკნელი შეუიარაღებელი საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა.

ჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ 29 წლის მამაკაცი ორ ქალბატონს აშველებს, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან.

ქალბატონების გაშველების შემდეგ ჯეიკობი საკუთარ ავტომობილში ჩაჯდომას ცდილობს და სწორედ ამ დროს პოლიცია ბლეიკს ცეცხლს უხსნის.

ჩანაწერზე ისმის შვიდი გასროლა. ფერადკანიანი მოქალაქე ცოცხალია და რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ მომენტისთვის ბლეიკის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.