კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეიზერთან ბრძოლას იხსენებს

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი კრივში დაუმარცხებელ ამერიკელ ფლოიდ მეივეიზერს დაუპირისპირდა. კონორმა მსოფლიოს ხუთ წონით კატეგორიაში ექს-ჩემპიონთან ბრძოლა წააგო.
«დღეს ზუსტად სამი წელი გავიდა ფლოიდთან გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორ მალე გადის დრო. ბედნიერ პენსიას გისურვებ ჩემპიონო», — დაწერა ინსტაგრამზე მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი მეივეიზერთან ბრძოლაში მე-10 რაუნდში დამარცხდა. კონორ მაკგრეგორისთვის აღნიშნული მატჩი კრივში დებიუტი იყო. რაც შეეხება მეივეიზერს მან რეკორდი გააუმჯობესა და 50 შეხვედრიდან 50 გამარჯვება მოიპოვა. ირლანდიელთან ბრძოლის შემდეგ ამერიკელი რინგზე აღარ გამოსულა.