ბოიკოტი შესაძლოა NHL-ის მოთამაშეებმაც გამოაცხადონ

ბოიკოტი შესაძლოა NHL-ის მოთამაშეებმაც გამოაცხადონ AP News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჰოკეის ნაციონალური ლიგის მოთამაშეებიც განიხილავენ ბოიკოტის ვარიანტს, რომლის მიზეზიც ამერიკაში ბოლო დღეებში მომხდარი არეულობა და ძალადობის ფაქტებია.

АР იტყობინება, რომ 27 აგვისტოს დილით ჰოკეისტები ერთმანეთში განიხილავდნენ NHL-ის პლეი-ოფის ბოიკოტის საკითხს. აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც NBA, WNBA, MLS და MLB პროტესტის ნიშნად დაგეგმილი შეხვედრები გადაიტანეს.

პროტესტი ვისკონსინის შტატში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. პოლიციელებმა 29 წლის ფერადკანიანს ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ეს უკანასკნელი შეუიარაღებელი საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა.

«ტამბა-ბეისა» და «ბოსტონის» მოთამაშეები ბოიკოტის ვარიანტს არ განიხილავდნენ, რადგან სერიის მესამე მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა ვისკონსინის შტატში ინციდენტი და ჰოკეისტებმა უბრალოდ არ იცნოდნენ მომხდარის შესახებ.

NHL-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილების მისაღებად პაუზა აიღო, თუმცა «კოლორადოსა» და «დალასის» შეხვედრა არ გადადეს. აღნიშნული მატჩი მოგვიანებით გაიმართება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.