ხოსეპ გვარდიოლა «მანჩესტერ სიტისთან» მოლაპარაკებებს აწარმოებს

Pep #Guardiola will stay at #ManchesterCity. He could extend his contract until 2022. Opened talks. #transfers #MCFC
— Nicolò Schira (@NicoSchira) August 27, 2020
ჟურნალისტის ინფორმაციით 49 წლის სპეციალისტი ქალაქელებთან 2022 წლამდე ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერელებს 2016 წლიდან უდგას სათავეში.
გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში მანჩესტერ სიტი ორჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ერთხელ FA CUP-ის გამარჯვებული, 3-ჯერ ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული და 2-ჯერ ინგლისის სუპერ თასის გამარჯვებული.
2019/20 წლების სეზონში ქალაქელებმა ინგლისის პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალში გასვლა მოახერხეს.