რუდი გარსია : ფავორიტად ყოფნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიგებ

რუდი გარსია : ფავორიტად ყოფნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიგებ საფეხბურთო კლუბ "ლიონის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მანჩესტერ "სიტისთან" მოახლოებულ ორთაბრძოლაზე საუბრობს. შეგახსენებთ, 15 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე, ხსენებული გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ეგიდით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

"იუვენტუსთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ ჩვენ ძალებში მეტი თავდაჯერებულობა უნდა შეგვმატოს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილები კიდევ უფრო მწველი გახდა. როგორც ამბობენ, მადა ჭამაში მოდისო. მანჩესტერ "სიტი" ამ წყვილის ფავორიტია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებმა დაამტკიცა, რომ ფავორიტი შესაძლოა დამარცხდეს კიდეც. სწორედ ამის იმედი გვაქვს, მოახლოებულ ორთაბრძოლაშიც. თუ გავითვალისწინებთ, პირველი ორი მატჩის შედეგებს, აუტსაიდერებს შანსი აქვთ."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი რუდი გარსიას სიტყვებს.

სულ რამდენიმე საათის წინ, ხსენებულ პაექრობას გამოეხმაურა პეპ გვარდიოლაც -""ძალიან კარგად ვიცნობთ "ლიონს". ეს არის შესანიშნავად ორგანიზებული გუნდი, კომპაქტური, ძალიან აგრესიულად მოქმედებს შეტევაში და გამოირჩევა სისწრაფით. ამ გუნდს ბრწყინვალე შეტევა ჰყავს, ძალიან მაგარი განაპირა მცველები, კარგად იყენებენ სტანდარტებსაც. ერთი სიტყვის ეს ტოპ-გუნდია. აუცილებელია ფსიქოლოგიური მდგრადობის წარმოჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ მატჩი გრძელდება სრული 90 წუთი. ამ დროის მანძილზე კი მუდამ უნდა ვმოქმედებდეთ გეგმით. ასეთ ორთაბრძოლებში წინა პლანზე გადადის ფსიქოლოგია, ხასიათი და ჟინი. ვფიქრობ ფეხბურთელები მზად არიან"- აცხადებდა გამოცდილი სპეციალისტი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.