ქალთა NBA-ს მატჩებიც გადაიდო

The WNBA announced that the three games scheduled for this evening have been postponed. Information regarding rescheduling of the games will be provided when available.
— WNBA (@WNBA) August 26, 2020
NBA-ს დღის ყველა შეხვედრა უკვე გადაიდო. სიტუაცია მას შემდეგ გახდა კრიტიკული, რაც «მილუოკი» და «ორლანდო» პროტესტის ნიშნად მოედანზე არ გამოვიდნენ.
ბოიკოტის მიზეზი 24 აგვისტოს ვისკონსინის შტატში, ქალაქ კენოშაში მომხდარი ინციდენტია. ჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ 29 წლის მამაკაცი ორ ქალბატონს აშველებს, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან.
ქალბატონების გაშველების შემდეგ ჯეიკობი საკუთარ ავტომობილში ჩაჯდომას ცდილობს და სწორედ ამ დროს პოლიცია ბლეიკს ცეცხლს უხსნის.
ჩანაწერზე ისმის შვიდი გასროლა. ფერადკანიანი მოქალაქე ცოცხალია და რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ მომენტისთვის ბლეიკის მდგომარეობა სტაბილურია.