«ლეიკერსმა» და «კლიპერსმა» სეზონს ბოიკოტი გამოუცხადეს

«ლეიკერსმა» და «კლიპერსმა» სეზონს ბოიკოტი გამოუცხადეს NBA-ს კლუბებმა მხარი დაუჭირეს სეზონის გაგრძელების იდეას. აღნიშნულს ბოიკოტი გამოუცხადა «ლეიკერსმა» და «კლიპერსმა». ლოს-ანჯელესის კლუბებმა სეზონის დროზე ადრე დასრულება მოითხოვეს.


«ლეიკერსის» ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც სეზონის ბოიკოტის მომხრეა შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა. ამერიკელი კალათბურთელის მაგალითს მიბაძეს ორივე კლუბის წარმომადგენლება. აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუნდების ბოიკოტის გამო NBA-ს დღის ყველა თამაში გაუქმდა. პროტესტი ვისკონსინის შტატში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. პოლიციელებმა 29 წლის ფერადკანიანს ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ეს უკანასკნელი შეუიარაღებელი საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა.

ჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ 29 წლის მამაკაცი ორ ქალბატონს აშველებს, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან.

ქალბატონების გაშველების შემდეგ ჯეიკობი საკუთარ ავტომობილში ჩაჯდომას ცდილობს და სწორედ ამ დროს პოლიცია ბლეიკს ცეცხლს უხსნის.

ჩანაწერზე ისმის შვიდი გასროლა. ფერადკანიანი მოქალაქე ცოცხალია და რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ მომენტისთვის ბლეიკის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.