ATP და WTA ტურნირი ერთი დღით გადაიდო

ATP და WTA ტურნირი ერთი დღით გადაიდო ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 27 აგვისტოს ნიუ-იორკში მიმდინარე ATP და WTA ტურნირის შეხვედრები არ გაიმართება. აღნიშნული გამოწვეულია ქვეყანაში ახალი რასისტული სკანდალის გამო.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 27 აგვისტოს გასამართი მატჩები 28 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრები უნდა გამართულიყო. ფერადკანიანმა ნაომი ოსაკამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა ბელგიელ ელის მერტენსთან თამაშზე.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული დაპირისპირება მაინც შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაშ მერტენსი ფინალის საგზურს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფერადკანიანს ჯეიკობ ბლეიკს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაზარალებული ცოცხალია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ვისკონსინის შტატში მომხდარმა ინციდენტმა ამერიკაში მასობრივი პროტესტების ახალი ტალღა გამოიწვია.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.