«ბარსელონამ» ფრანსისკო ტრინკაო წარადგინა

«ბარსელონამ» ფრანსისკო ტრინკაო წარადგინა კატალონიის «ბარსელონას» ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კულეებმა გუნდის ახალწვეული, პორტუგალიელი ფრანსისკო ტრინკაო წარადგინეს.


20 წლის ფეხბურთელი «ბრაგას» ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ მხარეები ტრანსფერზე ჯერ კიდევ 2020 წლის ზამთარში შეთანხმდნენ. შეთანხმება ძალაში აწ უკვე გასული სეზონის დამთავრებისთანავე შევიდა.

კატალონიის «ბარსელონას» ფრანსისკო ტრინკაოს სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 31 მილიონ ევროს გადაიხდის, ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია კომპენსაციის ოდენობა 500 მილიონი ევრო.

«მზად ვარ. მინდა ბარსელონაში საკუთარი ისტორია დავწერო. შეტევაში ნებისმიერი პოზიციის დაკავება შემიძლია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის როლი შევასრულო, რომელსაც მთავარი მწვრთნელი მომთხოვს», — განაცხადა პორტუგალიელმა ახალწვეულმა.

20 წლის ფეხბურთელმა 2019/20 წლების სეზონში «ბრაგას» მაისურით 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ტრინკაო ანგარიშზე 9 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.