ლებრონ ჯეიმსი: «ცვლილებებს ვითხოვთ!»

ლებრონ ჯეიმსი: «ცვლილებებს ვითხოვთ!» «ლეიკერსის» ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ტვიტერის საკუთარი გვერდის მეშვეუბოთ ვისკონსინის შტატში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ პოლიციელებმა შეუიარაღებელ ფერადკანიანს ცეცხლი გაუხსნეს.

მომხმდარი ინციდენტის გამო NBA-ს პლეი-ოფის ყველა სამი შეხვედრა გადაიდო, რადგან კალათბურთელებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.

ჯანდაბაბმდე გზა ჰქონია ამ ყველაფერს! ცვლილებებს ვითხოვთ. ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი, — დაწერა ჯეიმსმა ტვიტერზე.


ვისკონსინის შტატში, ქალაქ კენოშაში სამართალდამცავებმა აფროამერიკელ ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლი გაუხსნეს. ვიდეო ჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ 29 წლის მამაკაცი ორ ქალბატონს აშველებს, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან.

ქალბატონების გაშველების შემდეგ ჯეიკობი საკუთარ ავტომობილში ჩაჯდომას ცდილობს და სწორედ ამ დროს პოლიცია ბლეიკს ცეცხლს უხსნის.

ჩანაწერზე ისმის შვიდი გასროლა. ფერადკანიანი მოქალაქე ცოცხალია და რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ მომენტისთვის ბლეიკის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.