ოფიციალურად: "ჩელსიმ" ბენჟამენ ჩილველი გაიფორმა

ოფიციალურად: "ჩელსიმ" ბენჟამენ ჩილველი გაიფორმა საფეხბურთო კლუბ "ლესტერ სიტის" უკანახაზელი ბენჟამენ ჩილველი, ამიერიდან ლონდონის "ჩელსის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას "არისტოკრატების" პესს-სამსახური ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

სატრანსფერო თანხა არ ხმაურდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოცემა The Telegraph აღნიშნავდა, რომ ლონდონის "ჩელსი" ხსენებულ ფეხბურთელში 55 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა. ცნობილია, რომ ბენჟამენმა თავის ახალ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა.

23 წლის უკანახაზელი "ლესტერის" აღზრდილია. მისი სათამაშო პოზიცია დაცვის მარცხენა ფლანგია. გასულ სეზონში ჩილველმა ინგლისის პრემიერ-ლიგის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა სამი გატანილი გოლით და ამდენივე შედეგიანი გადაცემით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.