«ინტერი» ტონალის სანაცვლოდ 35 მილიონს გადაიხდის

«ინტერი» ტონალის სანაცვლოდ 35 მილიონს გადაიხდის La Gazzetta dello Sport-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ინტერი» «ბრეშას» ნახევარმცველს სანდრო ტონალის იჯარის წესით იფორმებს, ხელშეკრულება გამოსყიდვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

წყაროს ცნობით მხარეები უკვე მორიგდნენ 20 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით გასხვისებაზე და რაც მნიშვნელოვანია «ინტერს» 2021 წელს ტონალის გამოსყიდვის ვალდებულება აქვს. ნერაძური ნახევარმცველში 35 მილიონ ევროს გადაიხდის.

La Gazzetta dello Sport წერს, რომ იტალიელს სეზონში 2,5 მილიონი ევრო ექნება ხელფასი. «ინტერთან» ხელშეკრულებას 20 წლის ნახევარმცველი 2024 წლამდე გააფორმებს.

2019/20 წლების სეზონში ტონალიმ «ბრეშას» მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ნახევარმცველის ანგარიშზე 1 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.