ლიონელ მესიმ FIFA-ს სატრანსფერო სერტიფიკატი მოსთხოვა

ლიონელ მესიმ FIFA-ს სატრანსფერო სერტიფიკატი მოსთხოვა ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ტანკერდი პალმიერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კატალონიის «ბარსელონას» არგენტინელ შემტევს ესპანური გრანდის დატოვება საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი.

ჟურნალისტის თქმით 33 წლის ფორვარდმა FIFA-ს საერთაშორისო სატრანსფერო სერტიფიკატის მოთხოვნა გაუგზავნა, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ ახალი კლუბის ნაციონალურ ასოციაციაში უნდა გააზგავნოს.


ოქროს ბურთის ექვს გზის მფლობელს კატალონიელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მესის ნებისმიერი სეზონის ბოლოს შეუძლია ბარსელონას დატოვება. ესპანური გრანდის მესვეურები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის ვადა ივნისის ბოლოს გავიდა და აღნიშნული პუნქტის გამოყენება ახლა სამართლებრივად აღარ გამოვა.

ბარსელონა VS მესის დაპირისპირება გრძელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია რა იქნება საბოლოო შედეგი, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციებით თუ ვიმსჯელებთ ლეო მესის ესპანურ გრანდში თამაში აღარ სურს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.