"სამპდორია" ლიონელ მესის ეპატიჟება

"ამ ბოლო დროს, როდესაც ჩვენი მაისურები შევამოწმეთ, ნომერი 10 თავისუფალი აღმოჩნდა"-დაწერა ხსენებული კლუბის პრესს-სამსახურმა twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი "ბარსელონას" დატოვებას გეგმავს. კატალონიური გრანდი, ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის შესანარჩუნებლად. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს. ცნობილია, რომ ფეხბურთელის მიმართ დიდ დაინტერესებას მანჩესტერ "სიტი" იჩენს.
Our No.🔟 jersey was free last time we checked...#Messi pic.twitter.com/pVbksLjrFu
— Sampdoria English 😷 (@sampdoria_en) August 25, 2020