ნუნუ გომეში: პირლო დიდებული ფეხბურთელი იყო

ნუნუ გომეში: პირლო დიდებული ფეხბურთელი იყო პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნუნუ გომეში, ინტერნეტ-გამოცემა goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ანდრეა პირლოს შესახებ საუბრობს. ტურინის "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელის მისამართით, ნუნუ გომეში საქებარ სიტყვებს არ იშურებს და შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებს.

"ყოველი მთავარი მწვრთნელი, რაღაც ეტაპზე მუშაობას ნულიდან იწყებს. ასე არ არის? პირლოსათვის, ეს ძლიან დიდი შესაძლებლობაა, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა - მისი პირველი სამსახური სამწვრთნელო ამპლუაში. ფეხბურთელების მხრიდან, მას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება, ისევე როგორც კლუბის თუ გულშემატკივრების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ კარგი მწვრთნელი იყოს."

"ნათელია, რომ პირლო დიდებული ფეხბურთელი იყო. დარწმუნებული ვარ იგი შესანიშნავი მთავარი მწვრთნელიც გახდება. შესაძლებელია, მისი შედარება ზიდანთან. ისინი მსგავს პოზიციაზე ასპარეზობდნენ. ეს აღსანიშნავია, რომ მრავალი მწვრთნელი ვინც კი წარსულში ფეხბურთელი იყო, სწორედ ნახევარდაცვის ხაზში მოქმედებდა. თქვენ გაქვთ წარმოდგენა პირლოზე. ის იყო ნამდვილი "მაესტრო". მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, იყო განცდა, რომ იგი მწვრთნელი გახდებოდა, მას შემდეგ, რაც აქტიურ ფეხბურთს თავს დაანებებდა. ასე იყო ზიდანის შემთხვევაშიც. სახელი "პირლო" ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ვფიქრობ, თავად ფეხბურთელები დაეხმარებიან მას სასურველი შედეგის მიღწევაში."
-ციტირებს ნუნუ გომეშის სიტყვებს გამოცემა goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.