Grandprix: ნიკ ჰაიდფელდი ალბონის შესახებ საუბრობს

Grandprix: ნიკ ჰაიდფელდი ალბონის შესახებ საუბრობს ფორმულა -1-ის ყოფილი პილოტი ნიკ ჰაიდფელდი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "რედ ბულის" ახალგაზრდა მრბოლელის, ალექსნდერ ალბონის შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ალბონს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება და მას სთანადო მხადაჭერა ესაჭიროება.

"მის თავდაჯერებულობას, ძალიან დიდი ზიანი აქვს მიყენებული. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. უწინ პრობლემები ჰქონდა გასლისაც, როდესაც იგი ფერსტაპენთან ერთად მუშაობდა. ეხლა ეს მოცემულობა ალბონს დაუდგა. მას აქვს გარკვეული პრობლემები ბოლიდის მუშაობასთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, ავტომობილი უფრო კარგად ფერსტაპენის ხელში იმუშავებდა, თუმცა მაინც ძალიან რთულია ახსნა მოუძებნო ალბონის ასეთ ჩამორჩენას მაქსთან პაექრობაში."-ციტირებს გამოცემა Grandprix ნიკ ჰაიდფელდის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ალექსანდერ ალბონი, "რედ ბულის" მეორე პილოტია. მისი უშუალო კონკურენტი მაქს ფერსტაპენია. პირველად, მრავალი წლის მანძილზე ალბონს ძლიან ცუდი პრესა აქვს. ევროპული გამოცემები, მის არადამაჯერებელ გამოსვლაზე ძალიან ბევრს წერენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.