GFFN: "მონაკომ" მანჩესტერ "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა

GFFN: "მონაკომ" მანჩესტერ "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა საფეხბურთო კლუბმა "მონაკომ", მანჩესტერ "იუნაიტედის" წინადადებას უარით უპასუხა. საქმე ეხება, ფრანგი უკანახაზელის ბენუა ბადიაშილეს, შესაძლო ტრანსფერს. "წითელი ეშმაკები" ხსენებული გარიგებისათვის მზად იყვნენ 25 მილიონი ევრო გაეღოთ. ფეხბურთელის შენარჩუნებით, "მონაკოს" ახალი მთავარი მწვრთნელი - ნიკო კოვაჩია დაინტერესებული. როგორც გამოცემა Get French Football News წერს, თავად ხორვატმა სპეციალისტმა მიმართა თხოვნით საკუათარ ხელმძღვანელობას, 19 წლის მცველი ტრანსფერზე არ დაეყენებინათ.

ბენუა ბადიაშილე, "მონაკოს" რიგებში მანამ დარჩება, სანამ "იუნაიტედი" ისეთ წინადადებას არ წამოაყენებს, რომელზეც უარის თქმა ფრანგულ კლუბს გაუჭირდება. ხსენებული ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სურს ლევერკუზენის "ბაიერსაც". გერმანული კლუბი ბოლო რამდენიმე კვირაა, აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება, ფრანგ კოლეგებთან.

ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი ზემოხსენებულ ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს. ბენუა ბადიაშილეს "მონაკოსთან" 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.