ედინსონ კავანიმ «იუვენტუსი» უარით გაისტუმრა

Sky Sport Italia იტყობინება, რომ 33-წლის კავანიმ ბებერი ქალბატონისგან მიიღო შეთავაზება, თუმცა იტალიელები უარით გაისტუმრა. რა გახდა ტურინში გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
transfermarkt-ის ინფორმაციით ედინსონ კავანის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.
2019/20 წლების სეზონში ურუგვაელი თავდამსხმელი «პსჟ»-ს ღირსებას იცავდა. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კავანისთან მოლაპარაკებებს «ბენფიკა» აწარმოებდა, თუმცა მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში 33-წლის შემტევმა «პსჟ»-ს მაისურით 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კავანის ანგარიშზე 7 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.