ანჟელიკა სიდოროვა: ნათელია, რომ საერთაშორისო სეზონს ვტოვებთ

ანჟელიკა სიდოროვა: ნათელია, რომ საერთაშორისო სეზონს ვტოვებთ მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონი, რუსი სპორტსმენი ანჟელიკა სიდორვა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო სეზონს გამოტოვებს. ნაკრების არც ერთ წევრს, ინდივიდუალური დაშვების საშვი, ამ დრომდე არ მიუღია.

"ჩვენი სურვილია მაღალ ნიშნულზე შევასრულოთ ნახტომი და შვებულებაში დამშვიდებულები წავიდეთ. მე შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი. უკვე ნათელია, რომ ამ საერთაშორისო სეზონს ვტოვებთ. ვიჯექი და ვნერვიულობდი - მოვასწრებთ თუ ვერ მოვასწრებთ... როგორი სამწუხაროც არ უნდა იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ვერსად წასვლას ვერ შევძლებთ."

"რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას, გასათვალისწინებელია სხვადასხვა მოცემულობები და არამხოლოდ ამინდთან დაკავშირებული. თუ სათასო შეხვედრებს, ისე ვერ გავართვი თავი, როგორც მსურს, მაშინ ჩემპიონატზე გავალ, რათა სეზონი სასიამოვნო ნოტაზე დავასრულო. აუცილებელია შვებულებაში ისე წახვიდე, თან დაუკმაყოფილებლობის განცდა არ გაგყვეს."
-ციტირებს РИА «Новости». ანჟელიკა სიდოროვას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.