ალბონი: კრიტიკას ნორმალურად აღვიქვამ

ალბონი: კრიტიკას ნორმალურად აღვიქვამ "რედ ბულის" ახალგაზრდა პილოტი ალექსანდერ ალბონი, მისი მისამართით პრესაში გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა. საქმე ეხება მაქს ფერსტაპენთან მის კონკურენციას და იმ ფაქტს, უნდა დარჩეს თუ არა იგი "რედ ბულის" შემადგენლობაში 2021 წლის სეზონისათვის.

"ვფიქრობ, რომ რბოლა ასეთია და ეს არასდროს არ შეიცვლება. დიდი ალბათობით, "რედ ბულის" მეორე ადგილი, ყოველთვის ცხარე კამათის ობიექტი იქნება. ეს გარდაუვალია. ჩემი აზრით ეს თავად "რედ ბულიდან" არ მომდინარეობს, უფრო გარე საკითხი მგონია. იგი უნდა იყოს არასწორი აღქმის შედეგი. შენ უამრავ მასალას ეცნობი, თუმცა სინამდვილეში იცი რაც ხდება ... ყველაფერი უბრალოდ სულ სხვანაირადაა."

"ჩემი კარიერის დასაწყისიდან, ბოლო რამდენიმე რბოლამდე, არასდროს არ ვყოფილვარ ამგვარი კრიტიკის ობიექტი. ეს ნორმალურია. ვფიქრობ, კარანტინის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გამო, მოცემულ მომენტში უფრო მწვავედ ხდება ხსენებული საკითხების განხილვა. ეს ნორმალურია და მეს მას გავუმკლავდები"
.- ციტირებს გამოცემა The Race ალბონის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.