პედრო როდრიგეს ლედესმა "რომას" ღირსებას დაიცავს

33 წლის ფეხბურთელი, "რომას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე იგი ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში გვევლინებოდა. ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და დედაქალაქურ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. პედრო, წლიური გასამრჯელოს სახით, 3 მილიონ ევროს მიიღებს. ამ გუნდის რიგებში კი 2023 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.
