მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ჰოკეისტი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ჰოკეისტი გარდაიცვალა Star Tribune-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამშაბათს 25 აგვისტოს მარკ სერტიჩი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ჰოკეისტი გახლდათ, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სერტიჩი გინესის წიგნის რეკორდსმენი გახლდათ. ბოლო დროს ინსულტის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადიოდა.

გაზაფხულზე კალიფორნიაში გასამართ ასაკოვანი ჰოკეისტების ტურნირზე, მარკ სერტიჩი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავდა, თუმცა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო წასვლა ვერ მოახერხა.

მსოფლიოს ყველაზე უხუცესი ჰოკეისტი ბოლოს ყინულზე ივლისში გამოვიდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ