Marca : ხამესი "ევერტონს" უახლოვდება

წყაროს მტკიცებით, 29 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე იმყოფება. მადრიდის "რეალი" მომავალი გარიგებიდან დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს მიიღებს. "ვერტონის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პირადად არის დაინტერესებული კოლუმბიელის შეძენით. შეგახსენებთ, ანჩელოტი და ხამესი ერთად მუშაობდნენ მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში. გამოცდილმა სპეციალისტმა თავად მოახერხა ფეხბურთელის დაყოლიება - აღნიშნავს გამოცემა.
ხამეს როდრიგესი "სამეფო" კლუბს 2014 წელს შეუერთდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათავლისწინებული. ფეხბურთელმა, არენდის წესით, ორი სეზონი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებშიც დაჰყო.