Mundo Deportivo: პრესაში გავრცელებული მესის ფაქსი ყალბია

Mundo Deportivo იტყობინება, რომ აღნიშნული ფაქსი განკუთვნილია დირექტორთა საბჭოსთვის და კატალონიელების პრეზიდენტისთვის ხოსეპ ბართომეუსთვის, შესაბამისად, ინტერნეტში გავრცელებული სურათი არ შეესაბამება 33 წლის არგენტინელის ნამდვილ ფაქსს.

ინტერნეტში გავრცელებულ ყალბ ფაქსში ეწერა ტექსტი:
«მე, ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი, ხელშეკრულების 24-ე პუნქტის საფუძველზე, რომელიც ამის უფლებას მაძლევს, ვაკეთებ განაცხადს დავტოვო თქვენი დიდებული კლუბი — წერია გავრცელებულ სურათში.
— ბარსელონაში ყოფნის დროს, პროფესიული და პირადი ზრდისთვის მიღებულ შესაძლებლობებს ვაფასებ, თუმცა პირადი მიზეზებიდან გამომდინარე მივიღე ამგვარი მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც იმედი მაქვს დადასტურებული იქნება კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან».
ამრიგად ინტერნეტში მოსიარულე ფაქსის სურათი ყალბია და სინამდივლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.