"მარსელის" რიგებში COVID-19 -ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"მარსელის" ხელმძღვანელობამ, მომხდარი ფაქტის შესახებ, საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალურ ლიგას უკვე აცნობა. კოვიდინფიცირებული ფეხბურთელების სახელები ამ დრომდე არ ხმაურდება. შეგახსენებთ, covid-19-ის გამო, პირველი ტურის შეხვედრა "მარსელსა" და "სენტ-ეტიენს" შორის გაიდაიდო. მატჩი 21 აგვისტოს იყო ჩანიშნული, ახლა კი 16 ან 17 სექტემბერს გაიმართება. 30 აგვისტოს მარსელს "ბრესტთან" ელის პაექრობა.
განვლილ სეზონში "მარსელმა" სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებაც გაინაღდა. რაც შეეხება "სენტ-ეტიენს" ეს გუნდი მე-17 პოზიციაზე გვევლინებოდა.
🔵 𝐂𝐨𝐦𝐦𝐮𝐧𝐢𝐪𝐮𝐞́ 𝐨𝐟𝐟𝐢𝐜𝐢𝐞𝐥
— Olympique de Marseille (@OM_Officiel) August 25, 2020
L’Olympique de Marseille vient d’apprendre que 3 nouvelles suspicions de cas de #COVID19 ont été détectées au sein de son effectif professionnel.
Le club a contacté ce jour la commission @LFPfr prévue à cet effet. pic.twitter.com/VhWp9XVcIC