Motorsport: ფეტელი საკუთარ შედეგებზე საუბრობს

Motorsport: ფეტელი საკუთარ შედეგებზე საუბრობს "ფერარის" პილოტი სებასტიან ფეტელი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, სეზონის სტარტზე ნაჩვენებ რეზულტატს გამოეხმაურა. გერმანელი მრბოლელი მიიჩნევს, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი არ არის. შეგახსენებთ, 6 რბოლის ჯამში ფეტელმა სულ 16 ქულა მოაგროვა. პილოტთა საერთო ჩამონათვალში კი იგი მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

"არ ვფიქრობ, რომ კონკრეტულ სეზონებს ან კონკრეტულ რბოლებს, რაღაც იარლიყები უნდა მივაკეროთ. ვიცი, რომ ბევრ ადმიანს უყვარს, როდესაც საუბრობს პილოტის ყველაზე კარგ ან ყველაზე ცუდ რბოლაზე. მე მგონია, რომ ამგვარი დახასიათება სწორი არ არის."

"მიუხედვად არსებული მდგომარეობისა, მე მჯერა იმ ხალხის ვინც ჩემს ირგვლივ იმყოფება, ჩემი მეგობრების, რომლებიც ბოლიდზე მუშაობენ. თვითდაჯერებულობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მქონდა. თავად ეს პრობლემა ბოლიდს უკავშირდებოდა. მიზეზებს ამ დრომდე ვარკვევთ, თუმცა აუცილებელია წინსვლა გავაგრძელოთ და პროგრესირება ვაჩვენოთ."
-ციტირებს გამოცემა Motorsport "ფერარის" პილოტის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.