ფაბრიციო რომანო: როდრიგო "ლიდს იუნაიტედში" იასპარეზებს

ფაბრიციო რომანო: როდრიგო "ლიდს იუნაიტედში" იასპარეზებს საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" თავდამსხმელი როდრიგო მორენო, "ლიდს იუნაიტედის" რიგებში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვამცნობს.

წყაროს მტკიცებით, ინგლისურ კლუბს ხსენებული გარიგება 30 მილიონი ევრო დაუჯდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუსებსაც. რაც შეეხება პირად კონტრაქტს, იგი სულ რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმებული. სამედიცინო შემოწმების გასავლელად კონკრეტული დღე უკვე შერჩეულია. ფეხბურთელის გადმობირებით უშუალოდ იყო დაინტერესებული კლუბის მთავარი მწვრთნელი - მარსელო ბილსა.

"ლიდს იუნაიტედისთვის" გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კლუბმა ინგლისის პრემიერ-ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.