დანა უაითი: «ჯონ ჯონსი მძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს»

«რათქმაუნდა, ჯონსი პირდაპირ ტიტულისთვის ბრძოლას იმსახურებს. სინამდვილეში, ჯონი დღემდე დაუმარცხებლად რჩება. სტივ მაზაგატი, რომლის წყალობითაც ჯონსს ეს სარეკორდო სერია აქვს დიდი ხანია თამაშგარე მდგომარეობაშია. არ მინდა ამ ბიჭის თავიდან კრიტიკა, თუმცა კარგად იცით ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ჯონ ჯონსი დაუმარცხებელია», - განაცხადა დანა უაითმა ლას-ვეგასში გამართულ პრესს-კონფერენციაზე.
UFC-ს პრეზიდენტის თქმით ამ ეტაპზე ჯონსმა პაუზა აიღო და პირობა დადო, რომ როგორც კი დაბრუნებას გადაწყვეტს უმალვე ორგანიზაციას დაუკავშირდება.
«ბოლოს როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ჯონსმა მითხრა, რომ პაუზას აიღებს და საკუთარი საქმეებით დაკავდება, ხოლო როდესაც მისთვის საინტერესო ბრძოლა გამოჩნდება ის აუცილებლად დაგვირეკავს».
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ჯონ ჯონსმა ოფიციალურად დატოვა UFC-ს ჩემპიონის ქამარი ვაკანტურად და მძიმე წონით კატეგორიაში გადასვლა გადაწყვიტა.