ჯან ლუკა დი მარციო: "ლაციო" რეინას იფორმებს

ჯან ლუკა დი მარციო: "ლაციო" რეინას იფორმებს რომის "ლაციო" პეპე რეინას იფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ჯან ლუკა დი მარციო საკუთარ ვებ-გვერდზე გვამცნობს. წყაროს მტკიცებით, ხსენებული ფეხბურთელი უკვე ჩაფრინდა იტალიის დედაქალაქში.

საფეხბურთო კლუბ "მილანის" კარის დარაჯი, რომში სამედიცინო შემოწმებას გადის. მხარეები ტრანსფერის ყველა დეტალზე უკვე შეთანხმებულები არიან. დარჩენილია მხოლოდ ფორმალური მხარე. 26 აგვისტოს დაგეგმილია, ხსენებული მედ-ტესტის გავლა, შემდგომ კონტრაქტზე ხელის მოწერის პროცედურა. დასკვნითი ეტაპზე კი რეინა ჟურნალისტების პირისპირ წარდგება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

რეინა "მილანის" შემადგენლობაში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა. მისი უშუალო კონკურენტი ჯანლუიჯი დონარუმაა. ფეხბურთელი ბოლო დროს "ასტონ ვილას" რიგებში, არენდის ხელშეკრულების საფუძველზე ასპარეზობდა. მან 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი კარები კი ჯამში კი 20-ჯერ დალაშქრეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ