პაულო კოსტა ისრაელ ადესანიას: «ჩათვალე უკვე მკვდარი ხარ!»

პაულო კოსტა ისრაელ ადესანიას: «ჩათვალე უკვე მკვდარი ხარ!» პაულო კოსტა ისარელ ადესანიას განცხადებას, რომ აშშ-ს ანტიდოპინგის სააგენტო აკრძალულ ნივთიერებებზე შესაბამისად არ ამოწმებს ბრაზილიელ მებრძოლს, დამცინავად გამოეხმაურა.

ბრაზილიელი ადესანიას RUNNERSANYA-ს უწოდებს.

«RUNNERSANYA შენდა სამწუხაროდ, მე აშშ-ს ანტიდოპინგის სააგენტოს დოპინგზე არასდროს არ შევუმოწმებივარ. ჯანდაბა, ჩათვალე უკვე მკვდარი ხარ. შენთან ბრაზილიელი მეფე მოდის» - წერს პაულო კოსტა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ საშუალო წონაში ტიტულისთვის ისრაელ ადესანიასა და პაულო კოსტას ბრძოლა UFC 253 ტურნირის მთავარი დაპირისპირება იქნება, რომელიც 26 სექტემბერს ლას-ვეგასში ან აბუ-დაბიში გაიმართება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.