«ატლეტიკოს» ალექსანდრ ლაკაზეტას შეძენა სურს

«ატლეტიკოს» ალექსანდრ ლაკაზეტას შეძენა სურს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის «ატლეტიკო» ლონდონის «არსენალის» შემტევით ალექსანდრ ლაკაზეტათია დაინტერესებული.

წყაროზე დაყრდნობით ცობილი ხდება, რომ მადრიდელები 29 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მეთოფეებს არა მხოლოდ ფინანსურ კომენსაციას, ასევე ბარტერის სახით არჩევანისთვის რამდენიმე ფეხბურთელს სთავაზობს — ტომა ლამერი, ანხელ კორეა ან ვიტოლო.

შეგახსენებთმ რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში «ატლეტიკო» ფრანგი ფეხბურთელის გადმობირებას ცდილობდა, თუმცა «არსენალმა» ტრანსფერი დაბლოკა.

transfermarkt-ის ინფორმაციით ფრანგი შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 48 მილიონ ევროს შეადგენს. ლაკაზეტას მოქმედი კონტრაქტი მეთოფეებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

29 წლის ფორვარდმა 2019/20 წლების სეზონში ლონდონის «არსენალის» მაისურით ჯამში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ლაკაზეტას ანგარიშზე 10 შეხვედრა და 6 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.